აშკარაა, რომ გახარიას უწყებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა - ასეთია უფლებადამცველების პოზიცია პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის განცხადებით, ხელისუფლებისგან პანკისელებს ჰქონდათ პირობა, რომ გაგრძელდებოდა კონსულტაციები, თუმცა შსს პოლიციის ძალებით შევიდა ხეობაში და არ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები.
„ჩვენ სასამართლოში მოვითხოვეთ ორივე ჰესთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების შეჩერება, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დაგვიკმაყოფილა და პრინციპში ჩანს, რომ რამდენიმე თვეა სასამართლო სხდომასაც კი არ ნიშნავს და არსებითად აჭიანურებს განხილვას. იყო საჯარო დაპირება რომ შედგებოდა გარკვეულ წილად სადისკუსიო პლატფორმა სადაც ექსპერტები ჩაერთვებოდნენ და პოლიტიკურ არგუმენტებით მოხდებოდა ამ საკითხებზე მსჯელობა. ცხადია გარემოსდაცვითი პერსპექტივიდან ასევე და სრულიად მოულოდნელად, აი ამ საჯარო დაპირების მიუხედავად ჩვენ დავინახეთ, რომ გახარიას უწყება შემოვიდა მასშტაბრი საპოლიციო ღონისძიებით ხეობაში. აშკარაა, რომ გახარიას უწყებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა. დღევანდელი შეთანხმების შემდეგ ბატონი მინისტრი ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ ისევ მოხდება პროცესის დაწყება და მოსახლეობის უმრავლესობის ნების გამოკვეთა. ამდენი ხანია ადგილობრივი თემი უთითებს რომ მოსახლეობის ინტერესი ასეთია მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლება ამ დემოკრატიულ ხმებს არ უსმენს. ის უსმენს ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს ხეობაში,“-განაცხადა თამთა მიქელაძემ.
მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეც. სულხან სალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხს ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა ელაპარაკებოდეს.
„როგორც წესი სპეცდანიშნულების რაზმით რაიმე ტიპის მშენებლობების წარმოება არ ხდება. ის რომ ამ კვირაში იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და იყო მოსახლეობასთან შეხვედრები და შეთანხმდნენ რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო. ამის ფონზე ძალის დემონსტრირება და კუნთების თამაში აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ რეალობიდან, რომელშიც ჩვენ გვიწევს დღეს ყოფნა. ძალიან ცუდია რაც მოხდა დღეს. უამრავი ადამიანი დაზიანდა, როგორც ერთი ასევე მეორე მხარეს. ძალიან ცუდია რომ რეალურად დიდ შანსი იყო რომ ეს პროცესი უმართავ პროცესებში გადასულიყო. მე მგონია რომ ხელისუფლება არ უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს ძალის დემონსტრირებით,“-განაცხდაა სულხან სალაძემ.