სამ დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი საკუთარ სახლში დაბრუნდა.
45 წლის გოჩა ფიდიური, პარასკევს სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის საქონელს აძოვებდა. მწყემსს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ.
ცხინვალიდან გადმოსვლის შემდეგ ფიდიური პოლიციის სამხარეო სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.