ქართველ ემიგრანტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების ჩაშლის მოთხოვნა- „კურიერთან“ საუბრისას, გერმანიაში მცხოვრები ერთ-ერთ ემიგრანტი ჰყვება, როგორ ითხოვდა ანონიმური პირი ჯერ ლიეჟში, შემდეგ კი ჰამბურგში მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეებთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას.
"კურიერთან" საუბრის დროს ოთარ მოწონელიძე ამბობს, რომ მას "ფეისბუქის" საშუალებით დაუკავშირდნენ და ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის სანაცვლოდ 150 ევრო შესთავაზეს, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ.
მოწონელიძე ეჭვობს, რომ შეთავაზების უკან საქართველოს მთავრობა დგას.
ქართველი ემიგრანტები არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამტკიცებენ, რომ მათი მდგომარეობა ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა და არ გამორიცხავენ მათ დეპორტაციასაც.
„პოსტი მოვიწონე და გავაზიარე მიხეილ სააკაშვილის და ამის შემდეგ მივიღე ეს წერილი - 150 ევროს გადაგიხდით იმის სანაცვლოდ თუ ლიეჟში ჩახვალთ მიხეილ სააკაშვილს შეუშლით ხელს ქართველებთან შეხვედრაში. ბილეთებს ჩვენ გიყიდით დაფიქრდით, ოღონდ არავისთან არ უნდა თქვათ ამის შესახებ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. ცოტა შემეშინდა ამის მერე, თან არც ვიცოდი რა უნდა მექნა.
ამის შემდეგ დაიწყეს მუქარები - მოვითხოვთ ჩვენ შენს ექსტრადიციას საქართველოში და ძალიან დიდი პრობლემები გექნება ამის გამოო,“-აცხადებს ოთარ მოწონელიძე.