17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
მე ვიყავი დაკავებული და იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი - მაჩალიკაშვილი 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ ის სამართალდამცველებმა 21 აპრილს პანკისის ხეობაში მიმავალი დააკავეს. საუბარია იმ დღეზე, როდესაც პანკისის მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. 

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ის ხეობაში ვითარების გასარკვევად და განსამუხტად მიემგზავრებოდა, თუმცა პოლიციამ ის გააჩერა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. 

„მე ვიყავი დაკავებული და მე ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი. გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. ვიმყოფებოდი, სანამ ამათ მიერ მითითებული მანქანა არ მომაკითხავდა, ვიყავი მათთან ერთად მანქანაში, თავისუფლება აღკვეთილი.

პანკისის ხეობაში მივემართებოდი იმისთვის, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ, ეს არ განსაზღვრა,“-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები