ბლოკი "ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკრატები ‘’- ს მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდაზე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. შალვა შავგულიძე ამჯერად, რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მძიმე სოციალურ ფონზე ისაუბრა.
მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ნათლად ჩანს განწყობა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. შავგულიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ’’ ხალხს არც ერთი დანაპირები არ შეუსრულა და შედეგიც სახეზეა.
„ყველა შეხვედრიდან მრჩება ერთი შთაბეჭდილება, რაც ყველგან, იგრძნობა, იგრძნობა კი არა, გამოხატავს ამომრჩეველი და მოსახლეობა, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს განწყობაა ყველგან. რატომ? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ არ შეასრულა არცერთი მისი დანაპირები,“- განაცხადა შავგულიძემ.