17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
„ხალხი რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ამ სფეროში, გვევლინება გადაწყვეტილების მიმღებად“ - თეა გოდოლაძე ჰესების მშენებლობაზე

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის მთავარი სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე, ჰესების მშენებლობების თემას გამოეხმაურა. გოდოლაძის შეფასებით, ამ მიმართულებით დაწყებული სამუშაოები ქვეყნისთვის სავალალოა.

მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ სამძშენებლო სამუშაოებს არაკომპეტენტური ადამიანები გეგმავენ და ასრულებენ. ისინი ვერ საზღვრავენ იმ რისკებს და საზიანო შედეგებს, რომელიც შეიძლება, ამ მშენებლობებს მოჰყვეს.   

„ტექნიკურ სფეროებში ამ ქვეყანას საკადრო დეფიციტი აქვს, ამიტომ ფაქტობრივად აქ უკვე ავანსცენაზე გამოდიან ადამიანები, ვისაც საერთოდ ამ კუთხით განათლება არა აქვთ და გვეუბნებიან და გვევლინებიან გადაწყვეტილებების მიმღებად ბიზნესმენები, იურისტები, ფინანსისტები. ასეთი ხალხი, რომელიც საერთოდ ვერ ერკვევა ამ სფეროში, გვევლინება გადაწყვეტილების მიმღებად. არც უნდათ, რომ გაიგონ, რა პრობლემასთან აქვთ საქმე და გვაქვს ის, რაც გვაქვს, რაღაც უაზრო მშენებლობები, რომელიც კარგს ამ ქვეყანას არაფერს არ მოუტანს,“ -  განაცხადა გოდოლაძემ.

დღის ამბები