პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში დაცვის პოლიცია ამ დრომდე რჩება. უწყების დანაყოფი იმ პერიმეტრზეა განლაგებული, სადაც 21 აპრილს ინციდენტი მოხდა.
პოლიციელები, სავარაუდოდ, ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე დარჩებიან.
ადგილზე ისევ დგას დამწვარი ექსკავატორი, დანარჩენი განადგურებული ტექნიკა კი დუისის პოლიციის ეზოშია გადატანილი.
ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ავტორი: ია გულიაშვილი