დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. დიდგვაროვანი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ელოდება საგამოძიებო უწყებიდან გამოკითხვაზე დაბარებას.
მისმა ინტერესების დამცველმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი მარწმუნებლის მისამართით ყოფილი ცოლი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ და ღირსებისშემლახველ ცნობებს. ადვოკატი ირწმუნება, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ყოფილი ცოლი არასდროს უცემია და ის ამ სიმართლეს დაამტკიცებს.
„დავით ბაგრატიონს არასოდეს მიუყენებია არანაირი ფიზიკური დაზიანება არათუ ყოფილი მეუღლისთვის, არცერთი პირისათვის. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ მის დისკრედიტაციას. შეჯამებისთვის ფაქტები რომ დავაკავშიროთ უცნაურად ემთხვევა ქრონოლოგიურად ამ განცხადების შეტანა პოლიციაში საქალაქო სასამართლოს მიერ უარის თქმა იგივე მხარის მიერ შეტანილ სარჩელზე, ეს არის ერთიანი კამპანიის მხოლოდ ნაწილი. რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ჩვენ იმ მხარისგან უცნობია, თუმცა დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და ამ სიმართლის დამტკიცებას შევძლებთ,“-განაცხადა ლევან მახარაშვილმა.