17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
დამატებით 18 მილიონის გამოყოფა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის - ოპოზიციის ბრალდებების თბილისის განვითარების ფონდში პასუხობენ  

ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დამატებით 18 მილიონის გამოყოფა - ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის განვითარების ფონდში პასუხობენ. 52 მილიონის გარდა, ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დამატებით 18 მილიონის გამოყოფაში, ხელისუფლების ოპონენტები შესაძლო კორუფციის ნიშნებს ხედავენ.

ხელშეკრულება კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორ კომპანიასთან "ანაგსა" და "ენსი"-სთან პირდაპირი მიყიდვის წესით გაფორმდება.

თბილისის განვითარების ფონდში იმ განსახორციელებელ სამუშაოებზე საუბრობენ, რასაც დამატებით, 18 მილიონი უნდა მოხმარდეს. "თბილისის განვითარების ფონდის” დირექტორი, გიორგი ბაიდარაშვილმა ოპოზიციის ბრალდებებზე საპასუხოდ, იმ სამუშაოების ჩამონათვალი გააკეთა, რომელიც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აქამდე გათვალისწინებული არ იყო და რისთვისაც 52 მილიონის გარდა, მერიისთვის დამატებით 18 მილიონის მოთხოვნა გახდა საჭირო.

„ორბელიანის შემთხვევაში, ნაწილი თანხების ემატება შენობებს, ნაწილი ემატება დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას. მაგალითად, ასეთი არის მეყვავილეების ცნობილი ძველი ბაზრისთვის ახალ ტერიტორიაზე  მუნიციპალურ ტერიტორიაზე, რადგან ის კერძო საკუთრება იყო, სადაც ადრე იყვნენ, ახალი პავილიონების მოწყობას თავისი ინფრასტრუქტურით, წყლის, განათების და სხვა სისტემებით. არის ბაღების გამწვანების დამატებითი ღონისძიებები ორბელიანის სკვერის 9 აპრილის ქვედა ნაწილის. თქვენ შეგიძლიათ ახლაც მიბრძანდეთ, ნახოთ მიმდინარე სამუშაოები. ასევე, არის შიდა საფეხმავლო სივრცეებში, ანუ სამომავლოდ უკვე საფეხმავლოდ განკუთვნილ სივრცეებში გამწვანების კომპონენტის შეტანა, რადგან ძირითადი მოპირკეთება იქ ირის ფილის. არის შენობების დეკორატიული განათება დამატებითი კომპონენტი. გვაქვს პარკინკის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, ისეთი როგორიც არის ვიდეო მეთვალყურეობა, შეშვება-გაშვების სისტემა და ასევე „რიგების მართვის სისტემა“... - აცხადებს გიორგი ბაიდარაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები