17 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
სახანძრო ინსპექტორებს არ აქვთ განსაზღვრული მეთოდოლოგია, რომლითაც უზრუნველყოფენ შემოწმების მაღალ ხარისხს - აუდიტის სამსახურის ანგარიში

აუდიტის სამსახურის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში - სამუშაო ჯგუფის ფორმატში დღეს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ სახანძრო ტექნიკური შემოწმების სტანდარტები და შედეგები განიხილეს.

კერძოდ, რამდენად უზრუნველყოფს მონიტორინგი, სახანძრო უსაფრთხოების დაცვას კონკრეტულ ობიექტებში. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფს ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით მომზადებული რეკომენდაციებიც წარუდგინეს.

აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომელიც ანგარიშის მომზადების პროცესში აღმოჩნდა.

„სამსახურს არ ჰქონდა სრული სია შესამოწმებელი ობიექტების. მათ სიაში დაახლოებით 18% იყო გამორჩენილი შესამოწმებელი ობიექტების. მეორე მიგნება შეეხებოდა უშუალოდ შემოწმების პროცესს. შემოწმების პროცესში სახანძრო ინსპექტორებს არ აქვთ განსაზღვრული მეთოდოლოგია,რომლითაც უზრუნველყოფენ შემოწმების მაღალ ხარისხს.

საკმაოდ მაღალ პროცენტში შემთხვევების ობიექტები საერთოდ არ არიან დაჯარიმებული, ხოლო ვინც არის დაჯარიმებული, მხოლოდ 21% აქვს გადახდილი ჯარიმა,“-ამბობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები