17 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
არასამთავრობოები ხელისუფლების მხრიდან პანკისში რეპრესიული ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავენ

არასამთავრობო სექტორი პანკისის ხეობაში დაცვის პოლიციის ჯიხურების განთავსების ფაქტს ეხმაურება. მათთვის გაუგებარია, რას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფომ რეპრესიული ღონისძიების გატარება დაიწყოს და შესაძლოა, პანკისში შექმნილი კრიზისი კვლავ განმეორდეს.

„სერიოზული ზიანი ქვეყნის იმიჯს ისედაც მიადგა  და არა მარტო იმიჯს ზოგადად პოლიტიკურ მდგომარეობას ისედაც მიადგა აი, ამ უგუნური ნაბიჯით რა ნაბიჯიც იქნა გადადგმული სრულიად დაუსაბუთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს გამოკვლევა რა მოხდა, რატომ მოხდა და ვინ მიმართა ბოლოს და ბოლოს შსს-ს მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ ვხედავთ, რომ ხეობაში მიმდინარეობს ე.წ. დაცვის პოლიციის ჯიხურების ჩადგმა,“- განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ IFI -ის მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორმა დავით ჭიპაშვილმა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის შეფასებით ხელისუფლებამ პანკისის ხეობის მოსახლეობასთან დიალოგის ყველა ფორმა არ გამოიყენა. არასამთავრობოები ხელისუფლებას სწორი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით იქ ხდება დროებითი კონსტრუქციების განთავსება ადგილზე, გარკვეული სამუშაოების წარმოება. ცხადია, ამ ტიპის სამუშაოები მათ შორის მეტი კომუნიკაცია შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპზევე, რომ არ მომხდარიყო ის რაც მოხდა პანკისში. ვხედავთ იმასაც, რომ ახლა მდგომარეობა არ არის მარტივი, არსებობს ორი კარდინალურად განსხვავებული პოზიცია. ერთი, ეს არის ხელისუფლებისგან გაცხადებული, მეორე - ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. ეს ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ არ ამოწურა და არ გამოიყენა დიალოგის ყველა ის ფორმა და საშუალება, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული ამ პროცესში,“- განაცხადა სალაძემ.

დღის ამბები