ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. მასწავლებლებმა პოლიტიკური პოზიციების გამო ხელისუფლების მხრიდან მათზე შანტაჟსა და ზეწოლაზე ისაუბრეს.
ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ პროკურატურა არ იძიებს ია კერზაის გარდაცვალების ფაქტს და ხელს აფარებს დამნაშავეებს.
„ვისაუბრეთ რამდენიმე თემაზე. საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებით, ასევე, ისეთ თემაზე როგორიც არის სკოლის დეპოლიტიზირება. პედაგოგები და აღმზრდელები არ უნდა იყვნენ ჩართულები არანაირად აი, ამ აგიტაციაში. ასევე, ვსაუბრობთ ქალბატონ ია კერზაიაზე და მიდგომაზე, ვიტყოდი, რომელიც მის ოჯახს დახვდა ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალების მერე, მკვლელობის მერე, ვიტყოდი პირდაპირ. სრული გულგრილობა პროკურატურის მხრიდან, არასრული გამოძიება,“- განაცხადა რულოვსმა.