ბლოკის’’ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები’’ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მთაწმინდაზე ზუბალაშვილების ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ქალაქის ისტორიული ნაწილის მაცხოვრებლებმა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გარდა, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრეს.
ზუბალაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ შალვა შავგულიძესთან ავარიული სახლების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობები ჩამონგრევის ზღვარზეა.
კანდიდატის განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" ვერცერთ სფეროში ვერ შეასრულა დანაპირები და ცვლილებების დრო რეალურად მოვიდა.
„ინგრევა ეს შენობები ფაქტიურად და ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე შეკეთება და გამაგრებაც არ შეუძლიათ, მაშინ როდესაც ცხოვრება უბრალოდ სახიფათოა. ეს არის ერთ-ერთი სისტემური პრობლემა, რასაც ვისმენთ აქაური ამომრჩევლისგან. საერთოდ, ზოგადად, აქაც ისევე, როგორც მთლიანად მთაწმინდაზე რა შეხვედრებსაც ვატარებ, მოსახლეობის განწყობა არის, რომ აღარ აქვს ნდობა დღევანდელი ხელისუფლების და ითხოვენ ხელისუფლების შეცვლას და ბუნებრივიც არის, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეასრულა არცერთი დანაპირები,“- განაცხადა შავგულიძემ.