გუდამაყრის ხეობაში ისევ ხანძარია. როგორც „რუსთავი 2-ს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ბალახს და ჯუჯა მცენარეებს უკიდია.
როგორც ცნობილი ხდება, ცეცხლი 5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ადგილზე სპეციალური ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრეებს ფეხით უწევთ ტერიტორიაზე გადაადგილება.
ხანძრის ჩაქრობას, დაახლოებით, 20-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.