უბედური შემთხვევა გორში - ქარის გენერატორების ოფისის ეზოში დაცვის თანამშრომელი გარდაიცვალა. 71 წლის სულიკო ზერეკიძე დაცვის ობიექტთან ახლოს მდებარე სატელევიზიო ანძის ოფისში იმყოფებოდა, იქედან გამოსული კი კიბიდან დაგორდა და თავი საკუთარ ავტომობილს ჩამოარტყა.
ქარის გენერატორის მომსახურე ოფისს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც თანამშრომლებს ხშირად უწევთ ანძის ოფისთან მისვლა.