17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს

ბათუმში ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ კარვები ბათუმის ბულვარში გუშინ გაშალეს. აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბულვარში ელექტრომობილებით მუშაობა იკრძალება.

მათი განცხადებით, ოჯახებს სწორედ ელექტრომობილების გაქირავებით არჩენენ, ამიტომ მოუწოდებენ ადგილობრივ მთავრობას გააუქმოს ეს გადაწყვეტილება.

„მაშინ აგვიკრძალონ თხილამურებზე სრიალიც, იმიტომ, რომ იქ იტეხენ ხელს, ფეხს. ზღვაში ბანაობაც, იქაც კაცი იხრჩობა. ეს არის უგუნური გადაწყვეტილება,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იმედა ვასაძემ.

დღის ამბები