ევროპაში ქართული ღვინის პირველი მუზეუმი გაიხსნა. "პლამპტონის აგრარულ კოლეჯში" ღონისძიებას ბრიტანელი მეღვინეები, სფეროს პროფესიონალები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის მთავარი ამოცანა დასავლეთში, ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული ტექნოლოგიის პოპულარიზაციაა.
ქართული მარანში განთავსდა 300-დან 500-ლიტრიანი მოცულობის 18 ქვევრი და თბილისიდან საგანგებოდ გაგზავნილი არტეფაქტები.
ქართული მარნის გახსნაზე სტუმრებს შორის ბრიტანეთში მოღვაწე მეღვინეები, პლამპტონის კოლეჯის აკადემიური პერსონალი და მათი სტუდენტები, ასევე ღვინის ტურების ორგანიზატორები იყვნენ.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.