მართლამადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება.
იერუსალიმში უკვე დაწყებულია სამზადისი წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის. მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან იკრიბებიან და იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს ელოდებიან, რომელიც ცერემონიას გაუძღვება.
ტრადიციულად, კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები გაჩხრეკენ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მას პირველად ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებელ ქვეყანაში გაავრცელებენ.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით იერუსალიმის ძველ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.