17 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან - ეკლესიაში მივიდა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში და მის ეზოში ათასობით მორწმუნეა შეკრებილი.

ძველ ქალაქში უკვე მოეწყო არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი პროცესია, რომელიც ცეცხლის გადმოსვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ეკლესიაში ცოტა ხნის წინ მივიდა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მესამეც, რომელიც, ტრადიციულად, ღვთისმსახურებას უძღვება.

კუვუკლიაში შესვლამდე მას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები საგანგებოდ შეამოწმებენ, რის შემდეგაც პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ლოცვებს აღავლენს.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, ტრადიციულად, პირველი მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გაავრცელებენ.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.

 

დღის ამბები