17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლი გადმოვიდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:31 საათზე გადმოვიდა.

საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

ახლა წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან, ტრადიციულად, მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გაავრცელებენ.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქუჩებში დამატებით ასობით პოლიციელი და საზღვრის დაცვის თანამშრომელია მობილიზებული.

 

დღის ამბები