აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.
სააღდგომო ლიტურგია 43-ე ბატალიონის მოძღვარმა, მამა მიქაელმა და 22-ე ბატალიონის კაპელანმა მამა იოსებმა აღავლინეს, სამხედრო ბაზაზე მოწყობილ სამლოცველოში. ღვთისმსახურებას ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ესწრებოდნენ ბაზაზე მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.