აღდგომის დღესასწაული კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ ტრადიციულად საფლავზე გასვლით აღნიშნა, თუმცა შიშის და რისკის ქვეშ.
მეჯვრისხევი კიდევ ერთი სოფელია შიდა ქართლში, რომლის სასაფლაო საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ათეული მეტრითა მოშორებული და სადაც ადამიანები აღდგომის დღესასწაულზე შიშითა და სიფხრთხილით გადიან. აქედან ადამიანებს ხშირად იტაცებენ, როგორც აქაურები ყვებიან, ამისთვის აგრესორები არც მათ მიერვე მოგონებული საზღვრის გადმოკვეთას ერიდებიან. ამ სასაფლაომდე მისასვლელად კი საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლაა საჭირო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი სოფლის სალოცავში მისვლას ვერ ახერხებენ რადგან ტაძარი მავთულხლართების გადაღმა აღმოჩნდა.
„იქაც ლომისაა და არ გვიშვებენ დღესასწაულზე. მთების მაღლა რომ ახვიდე დაგიჭერენ, წაგიყვანენ. ლომისაშიც არ გვაქვს უფლება რომ ავიდეთ,“-ამბობენ ადგილობრივი მცხოვრები.