ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.
როგორც შსს-მ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 მოქალაქე. ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მამაკაცს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის და 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.