17 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
რიტუალი, რომელშიც ყველაზე ცოტა ადამიანი მონაწილეობს - როგორ აღნიშნავენ აღდგომას ხირსის სტეფანწმინდის მამათა მონასტერში

დღეს აღდგომაა, დღესასწაული, რომელსაც არა მარტო მორწმუნეები, არამედ რელიგიისადმი გულგრილი ადამიანებიც ამა თუ იმ ფორმით აღნიშნავენ - მაგალითად, სასაფლაოზე გასვლით ან სუფრასთან მოლხენით.

სააღდგომო ლიტანიობას ბევრი ადამიანი ესწრება, ვინც არ ესწრება - ტელევიზიით ან ინტერნეტით ადევნებს თვალ-ყურს.

თუმცა ულამაზეს და საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილას, ხირსის სტეფანწმინდის მამათა მონასტერში, რომელიც ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში ასურელმა მამამ, სტეფანე ხირსელმა დაარსა, სააღდგომო რიტუალში ყველაზე ცოტა ადამიანი იღებს ხოლმე მონაწილეობას, იმიტომ, რომ ის დიდ შაბათს, გამთენიისას, მზის ამოსვლამდე ტარდება.

მონასტერში სულ ხუთი ბერი და რამდენიმე მორჩილია.

დღის ამბები