სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვამ სოფელ შილდაში, დაახლოებით 300 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა.
სეტყვას ძლიერი ქარი ერთვოდა. წაქცეულია რამდენიმე ხე, რის გამოც თელავი - ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.