17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს.
საგანგებო რეჟიმი 8:00 საათიდან 20:00 საათამდე მოქმედებს.

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით ავტობუსი მეტროსადგურ "დიდუბიდან", კუკია-მახათასკენ კი ტრანსპორტი სადგურის მოედნისა და მარჯანიშვილის მოედნებიდან გადის. საბურთალოს სასაფლაოსკენ გასვლის ადგილი მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია იქნება, თბილისის ზღვის სასაფლაოზე კი, ტრანსპორტი მეტრო სარაჯიშვილიდან იმოძრავეს.

ვერის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე გაჩერდება, ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ტრანსპორტი მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩებიდან იმოძრავებს.

დღის ამბები