17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ტრადიციული ლელობურთით ლანჩხუთის რაიონში - ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ

აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის რაიონში, ტრადიციული ლელობურთით დასრულდა. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ - გამარჯვება ამჯერად „ზემოურებს“ ხვდათ წილად.

წელს ბურთის წონამ 16 კილოგრამს გადააჭარბა. სოფლის ორი უბნის დაპირისპირებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა რამდენიმე მოთამაშეს სამედიცინო დახმარება მაინც დასჭირდა.

სანახაობას უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ. ლელობურთს წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დღის ამბები