17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
საპატრიარქომ მომატყუა - მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს განაახლებს 

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი აქციების განახლებას გეგმავს. პარასკევს 17:00 საათზე დეკანოზის ახლობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბებიან. აქციები გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.

მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა კვლავ აცხადებს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა. თორნიკე მამალაძის თქმით,  მამა გიორგის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ამ კვირაში ოჯახის წევრები ვგეგმავთ ისევ და ისევ ამჯერად საპატრიარქოსთან აქციის გამართვას  ჩემი უდანაშაულო პარალიზებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგანაც მის  სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არაერთი ექსპერტი  საუბრობს ამაზე. აქამდეც გვქონდა იმედი, რომ საპატრიარქო გადადგამდა ნაბიჯს, მაგრამ მათ პირდაპირი მნიშვნელობით მომატყუეს, რადგანაც მეუბნებოდნენ, რომ უკვე გადაწყვეტილია ჩემი ძმის გათავისუფლება და მე შემეძლო კარავი ამეღო და წამოვსულიყავი სახლში, მაგრამ დავინახეთ, რომ მათ მოიტყუეს. ისინი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დღის ამბები