„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საგურამოში იმყოფებოდა. შალვა ნათელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ხსოვნას მიაგო პატივი და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შრომის პარტიის ლიდერმა ილიას ეროვნულ ღვაწლზე ისაუბრა.
„ქართველი ერის უგვირგვინო მეფემ გაიარა უფლის გზა. ილია წიწამურაში კი არ მოკლეს, ილიამ წიწამურაში მოკლა სიკვდილი და ეროვნული იდეა გადაზარდა მარადისობაში. ჩვენ ვალდებული ვართ შევქმნათ ერთიანი, ძლიერი, განუყოფელი საქართველო და ამას გავაკეთებთ,“- განაცხადა ნათელაშვილმა.