17 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია - მამა კირიონი

„მარტო ორი იყო ადრე, ეგრე კი არ ყოფილან ეგენი, არასდროს, ახლა არიან 18 კაცი არის, დაახლოებით,“ - ეს განცხადება დავით გარეჯის” მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, მამა კირიონმა ადგილზე შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.

მამა კირიონი არ გამორიცხავს, რომ 5 მაისიდან აზერბაიჯანულმა მხარემ ისევ ჩაკეტოს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მომლოცველებსა და ტურისტებს გადაადგილებისას პრობლემა არ აქვთ, თუმცა ადასტურებს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტიგენტი გაიზრდა და ორის ნაცვლად ტერიტორიაზე 18-მდე პირი პატრულირებს.

„რაღაც ტერიტორიას რომ კეტავ, უნდა დაკეტო, ხომ უნდა შეისწავლო ლანდშაფტი, გარემო, რომ მერე იმოქმედო სწორად, ზუსტად, ადეკვატურად და მგონია, რომ ამოვიდნენ, დაიკავეს. დადიან, სულ მოძრაობენ, რომ კარგად შეისწავლონ და მერე კარგად დაკეტონ პროფესიულად, ვიდრე ახლა ქნეს. ეს ნორმალურია ამბავი არის, რომ შენს ტერიტორიაზე, რომელსაც შენ აკონტროლებ და შენი კონტროლის ქვეშ არის, აზერბაიჯანი გიდგენდეს რეჟიმს, ახლა გავხსნი, ახლა არ გავხსნი, ახლა კარგ ხასიათზე ვარ, ახლა ცუდ ხასიათზე ვარ. ეს ნორმალური ამბავი არის?“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

„კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

შეზღუდვების დაწესების მიზეზზე "კურიერთან" საუბრისას კი მესაზღვრე ყურადღებას ამახვილებს სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ვიზიტზე, რომელიც 20 აპრილს შედგა.

დღის ამბები