17 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
დაკითხვების სერია გრძელდება - ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული, იულია სუსლიაკის საქმეში, ახალი მტკიცებულებები ჩნდება

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული, იულია სუსლიაკის საქმეში, ახალი მტკიცებულებები ჩნდება. სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩის მცხოვრებლების დაკითხვა დაიწყეს. მათი ჩვენები იულია სუსლიაკის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულმა ქალმა კორპუსში, ნაქირავებ ბინაში, სულ 24 საათი გაატარა.

ეს დრო საკმარისი აღმოჩინა იმისთვის, რომ მეზობლებს საკუთარი თვალით ენახათ, როგორ არასათანადო პიროებში ზრდიდა უკრაინის მოქალაქე 10 მცირეწლოვანს.

ის, რასაც კამერების წინ ყვებიან უფრო ვრცლად დაწერეს ჩვენებში, რომელი მთავარ პროკურატურას ზუგდიდელებმა მისცეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უკრაინის მოქალაქეს ზუგდიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვები გასაყიდად გადაჰყავდა და საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი, ორი წლის ბიჭი რუსეთში გაყიდა.

პროკურატურის ამ ვერსიის არ იზიარებს დაკავებულის ადვოკატი. იმის დამტკიცებას, რომ ათივე ბავშვს ერთი მამა ჰყავს და ის იულია სუსლიაკის მეუღლეა, იურისტი დნმ-ის ანალიზით აპირებს.

იულია სუსლიაკი ახლა წინასწარ პატიმრობაშია, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ინტერპოლის არხებით ცდილობს, მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. არსებობს ეჭვი, რომ ცოლ-ქმარმა 2 წლის ბიჭი რუსეთში გაყიდა. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები