17 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
ბრძოლა უკიდურეს გაჭირვებასთან - აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე ქართველი ჯარისკაცის ოჯახი, რომელიც სახელმწიფომ დაივიწყა 

ქართველი ჯარისკაცის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს წლებია უკიდურეს გაჭირვებასთან გამკლავება სახელმწიფოს დახმარების გარეშე უწევს. ოჯახის წევრებს გული წყდებათ, რომ ქართველი ჯარისკაცი, რომელიც რუსულ აგრესიას ებრძოდა აფხაზეთში, ფრონტის ხაზზე იდგა აგვიტოს ომში, საქართველოს სახელით მონაწილებდა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში და ბოლოს უკრაინას რუსული თავდასხმებისგან იცავდა, ხელისუფლებას აღარ ახსოვს.

პრობლემები 2014 წელს დაიწყო, როდესაც ქართველი მებრძოლი უკრაინაში შეტაკებებს ემსხვერპლა. ოჯახის წევრთან ერთად დაკარგეს შემოსავალი და ბინაც.

მას შემდეგ, რაც ქირის გადაუხდელობის გამო, მეპატრონემ კარი ჩაუკეტა, ქრისტინე გრიგოლაშვილი მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად, გაუარესებული ჯანმრთელობით, ქუჩაში აღმოჩნდა. ამ დროს ერთადერთი, ვინც ხელი გაუმართა, ქუთაისის თეატრი იყო. ერთი თვე, ქართველი ჯარისკაცის ოჯახი თეატრის საგრიმიოროში ცხოვრობდა.

რამდენიმე თვის წინ ქუთაისი მთავრობამ ერთჯერადად 1000 ლარიც გადასცა, თუმცა ეს ფული ბინის ქირას უკვე დაახარჯეს.

გრიგოლაშვილები, გაჭირვების მიუხედავად, სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნას არც სამომავლოდ გეგმავენ. არ სურთ, ხელისუფლებისთვის იმის მტკიცება, რომ აფხაზეთისა და აგვისტოს ომის მონაწილე ალექსანდრე გრიგოლაშვილი გმირია. 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები