ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 1986 წელს დაბადებული ზაზა შარია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. შსს-ს ცნობით, ზაზა შარია 2013 წელს გალის პროკურატურამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა. უწყება ავრცელებს ინფორმაციასაც, რომ შარია თოფურიების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით 2014 წელსაც ძებნაში იყო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „კურიერს“ ზაზა შარიას დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. ცნობილია, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ინფორმირებულია.