17 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
მიგრაციის მაჩვენებელი უარესდება - ქვეყანა გასულ წელს 100 ათასამდე მოქალაქემ დატოვა

მიგრაციის მაჩვენებელი უარესდება - სიღარიბეს, უმუშევრობასა და უპერსპექტივობას 2018 წელს საქართველოს 100 000-მდე მოქალაქე საზღვრებს გარეთ გაექცა. ეს კი, წინა პერიოდთან შედარებით, 16%-იანი ზრდაა.

გაუარესებულია მიგრაციის სალდოც, რომელიც სტაბილურად უარყოფითია. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი მიდის ემიგრაციაში, ვიდრე უკან ბრუნდება და ბოლო მონაცემებით, ამ ციფრმა  -11 000 შეადგინა.

“მიგრაციული სალდო, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 5-ჯერ მეტია, რაც ხაზს უსვამს, რომ 2017 წელთან შედარებით, უფრო მეტი ემიგრაცია იყო 2018 წელს. გაზრდილია, დაახლოებით, 16%-ით, თუმცა, იმიგრანტების რაოდენობაც გაზრდილია 6%-ით,“ - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. 

დღის ამბები