16 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ხელისუფლებას აქვს დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს" - გიგაური კობახიძის განცხადებას იხსენებს

"ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს,“ - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სამაუწყებლო კომპანიის წინაააღმდეგ ახალ შეტევას და „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს.

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლებას არ სურს, რომ მედიით კრიტიკული აზრი ისმოდეს.   

ეკა გიგაურმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ის განცხადება გაიხსენა, როდესაც მან ორი კვირის წინ სასესიო დარბაზში აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.

Image may contain: Eka Gigauri„ეს ფაქტი რომ ახლა ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და ამ გადაყენებული იქნა თანამდებობიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ Facebook პოსტის გამო, გავლენიანი და გამოცდილი პროდიუსერის გათავისუფლებას სამსახურიდან. დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ ამ ფაქტს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი წილის მფლობელს გაახსენდა, რომ მას გარკვეული კითხვები აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტთან. სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც იგი ვიღაცას მოუწოდებს, რომ შეიცვალოს „რუსთავი 2-ის“ მფლობელები და დაუბრუნდეს „რუსთავი 2“ სხვა მფლობელებს. ეს იყო მისი განცხადება და ვიტყოდი, მოწოდება კიდევაც. შესაბამისად, ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები