"რუსთავი 2" უკანონოდ წართვეს მესაკუთრეს და ის უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელებს - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში, სხდომაზე გააკეთა. მან გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლო, რადგან სწორედ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ "რუსთავი 2" უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფობელს.
"რუსთავი 2 " არის შესანიშნავი საქმე, ყველამ იცის რა მოხდა "რუსთავი 2"-ში, როგორ წაართვით ბატონო გიგა კანონიერ მესაკუთრეს "რუსთავი 2" და მართალია ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობა," თუმცა მაინც ხართ ერთად. დღემდე "რუსთავი 2" არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში, იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის" და მიხიეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი, რაც თქვა სასამართლომ, 9 მოსამართლემ სხვათაშორის, რომელიც დღეს წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა "რუსთავი 2." ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ეს იცის ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო.
"რუსთავი 2" არის ზუსტად საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს, ადამინების უფლებები უნდა იყოს დაცული, ნაცმოძრაობა თავისი რევანშისტული მიდგომებით, უნდა ჩაბარდეს წარსულს.