16 ნოემბერი 2024,   14:08
ვრცლად
"ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს," - ივანიშვილი ლავროვის მოთხოვნას პასუხობს

სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ "რუსთავის 2"-ის დასჯას მოითხოვს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნა ლეგიტიმურია და "რუსთავი 2"-ის საქციელი, ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია.

ბიძინა ივანიშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს განვითარების შეფერხების მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს საკეთილდღეოდ ყველაფერს აკეთებს.

„რა თქმა უნდა ის, რაც მოხდა "რუსთავი 2"-ში, ეს არის სირცხვილი, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის. ასეთი ლანძღვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიისგან, რა თქმა უნდა, ამას მთელი საზოგადოება განსჯის, განსჯის საგანია. ეს არის სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ის ამას იმსახურებს. კარგია, რომ ჩვენ ვახერხებთ მიუხედავად დიდი მცდელობისა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, რომ  ტურიზმი შეჩერდეს საქართველოში, ეკონომიკა დაინგრეს, ვაჭრობა გაჩერდეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს. ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს. დასაგმობია ყველა ქართველისგან,“- განაცხადა ივანიშვილმა.

დღის ამბები