18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
"არც მოუმართავთ არავის ვალების ჩამოწერაზე" - ფინანსთა მინისტრი "რუსთავი2"-ის და "იმედის" დავალიანებაზე საუბრობს 

„რუსთავი2“-ის დავალიანებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. უცნობია ჩამოაწერს თუ არა ფინანსთა სამინისტრო ვალს, რომელიც კომპანიას ბიუჯეტის მიმართ გააჩნია. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ თანხა საკმაოდ დიდია და მისი გადახდაც შესაბამისად რთული, თუმცა საუბარი გამოსავალზე ჯერჯერობით არ ყოფილა.

ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს ტელეკომპანია „იმედსაც“. პასუხი ივანე მაჭავარიანს არ ამ საკითხზე აქვს. მაჭავარიანი ამბობს, რომ ვალების ჩამოწერის თხოვნით ჯერჯერობით უწყებისთვის არც „რუსთავი2“-ს და არც „იმედს“ მიუმართავს. მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტაზე ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელებენ.

„არ ვიცი ჯერ. ვიცი თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის.

არც მოუმართავთ არავის ვალების ჩამოწერაზე, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაცა გადაწყვეტა. უსასრულოდ ეს ვერ გადაწყვეტილება. რა გადაწყვეტა იქნება ამას შევიმუშავებთ, მათ შორის ტელეკომპანიებთან ერთად,“-ამბობს მაჭავარიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები