შესაძლოა თუ არა ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-ის ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს - ამ შეკითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ს არ უნდა ჰქონდეს ვალების ჩამოწერაზე პრეტენზია.
„ვის ვის მაგრამ რუსთავი 2 -ს არ უდნა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია. სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა თქვენს ვალებთან მიმართებაში სახელმწიფოს აქამდე. დამოკიდებულება ჰქონდა ის რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიას ჰქონდა დაგროვილი საკმაოდ დიდი ვალი, თუ არ ვცდები ეს 10 მილიონზე ბევრად მეტი იყო, ხელისუფლებას არანაირი მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს მხოლოდ იმ მიზეზით რომ ხელი არ შეეშალა თქვენი ტელევიზიის საქმიანობისთვის,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანიებს, რომლებსაც ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვთ, ვალების რესტრუქტურიზაციის ან ჩამოწერის მოთხოვნით სახელმწიფოსთვის ჯერ არ მიუმართავთ.