ბორდერიზაციის პროცესი გუგუტიანთკარში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება დუმს. პრემიერ-მინისტრმა დღეს „რუსთავი 2“ სიცრუეშიც კი დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი დავალებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელი და სახელმწიფო მინისტრი ციხელაშვილი თურმე ჩასულან ბორდერიზაციის ადგილზე.
გუგტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციას საქართველოს პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია.
მაშინ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ასობით მეტრი მავთულხლართი გაავლეს და ორ ჰექტარზე მეტი ქართული მიწა მიითვისეს, საქართველოს პრეზიდენტის ბოლო აქტიურობა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას - აფხაზეთში ომის დაწყებას ეხება. ქვეყნის მთავარსარდალმა საინტერესო ბანერი გამოაქვეყნა წარწერით: ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია - არა შეგუებას.
არადა პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ არ აპირებს შეგუებას, ბოლო დღეებში ესწრება ევროპის ჩემპიონატს ჭადრაკში, რომელიც ბათუმში გაიმართა და აქვეყნებს ტვიტს ამ თემაზე.
Met today with our great #chess ♟ team that will represent us during this fall’s #EuropeanTeamChessChampionship in Batumi. pic.twitter.com/Q8ERYHGfPm
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 15, 2019
ასევე Twitter-ში ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას გვატემალის პრეზიდენტს ალეხანდრო ჯამატეის.
#EidAlAdha is a celebration of #peace and sharing. #EidMubarak to the Muslim community of Georgia and around the world!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 12, 2019
ისევ Twitter-ში ულოცავს მუსლიმ თემს ყურბან ბაირამის დღესასწაულს.
#EidAlAdha is a celebration of #peace and sharing. #EidMubarak to the Muslim community of Georgia and around the world!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 12, 2019
არცერთი სიტყვა ოკუპაციაზე, ბორდერიზაციაზე, არანაირი კრემლის და პუტინის კრიტიკა - სრული დუმილი.
მამუკა ბახტაძე კი, რომელმაც თურმე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გუგუტიანთკარში ჩასვლა დაავალა, პრეზიდენტზე აქტიური იყო, მაგრამ არც მას უხსენებია ბორდერიზაცია და რა თქმა უნდა, არც ადგილზე ჩასულა.
ორშაბათი 12 აგვისტო - პრემიერმა დიდებული დღის, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების და თურქ-სელჩუკთგან საქართველოს დეოკუპაციის აღნიშვნით დაიწყო.
მეორე დღეს ბაკურიანში გაემგზავრა და საზოგადოებას ახარა, რომ სამი ახალი საბაგირო გაიხსნება.
გუშინ ხევსურეთში, სოფელ მუცოში ჩავიდა ახალი გზით და ტურისტების ნაკადის არნახულ ზრდაზე ილაპარაკა.
დღეს კი კიდევ ერთი დიდი გამარჯვების და დეოკუპაციის შესახებ განაცხადა - „ქართულმა ოცნებამ“ თხილის პლანტაციები საბოლოოდ გაწმინდა და როგორც იქნა, დაამარცხა ფაროსანა.
ამ დროს კი სოფელ გუგუტიანთკარში რუსებმა რამდენიმე ასეული მეტრი მავთულხლართი და ღობე დაამონტაჟეს და თითქმის ორ-ნახევარი ჰექტარი ტერიტორია მიიტაცეს, ჩვენი თანამოქალაქეების სახლები და ბაღები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარე ყველაზე ნაკლებად აქტიურობს ბოლო დღეებში. არჩილ თალაკვაძეს ორი დღის წინ ომის ვეტერანებს შეხვდა. არცერთი სიტყვა ბორდერიზაციის გასაპროტესტებლად არ უთქვამს.
გუშინ საღამოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი პირველად ჩავიდა გუგუტიანთკარში. დღეს ვიზიტი გაიმეორა და ელჩებიც ჩაიყვანა ადგილზე.