17 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი მუცოში, მოსახლეობას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მუცოში, მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალ წელს იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა აღდგება. მუცოში უკვე აღდგენილია 16 კოშკი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, მოკლე ვადებში დასრულდება.

„დავიწყეთ მუცოს გადარჩენის პროგრამა და ის წარმატებით მიმდინარეობს. უფრო მეტიც,  მინდა ყველას მოგილოცოთ, ევროპაში გამართული კონკურსის შედეგად, მუცო საუკეთესო 16 პროექტს შორის მოხვდა. ამ კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მთავარია რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰქონდეთ ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, აქ განავითარონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები და ყველას გარწმუნებთ, აქ ჩამოვა უზარმაზარი რაოდენობის ტურისტი“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები