იქნება თუ არა ლევან კობერიძე, მამუკა ხაზარაძის გუნდში?
“კურიერმა“ ეს კითხვა თავად დამოუკიდებელ დეპუტატს დაუსვა. კობერიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელთან ამ საკითხზე არ ჰქონია, პარტიის შექმნას თავადაც გეგმავს და სამომავლო თანამშრომლობას ხაზარაძესთან არ გამორიცხავს. ლევან კობერიძის განცხადებით, მისთვის ხაზარაძის პოლიტიკური პარტიის ვექტორსა და ღირებულებებს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება.