18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები, რომ საბაბს არ მივცემთ თქვან, ოპოზიციამ გაგვიჭედა - გიგა ბოკერია 

"იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები, რომ არც ერთ საბაბს არ მივცემთ, რომ თქვან რომ ოპოზიციამ გაგვიჭედა,"​ - ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. 

​"ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს გამართულ ბრიფინგზე პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

გიგა ბოკერიას განცხადებით, საკონსტიტუციო განხილვების კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ და არჩევნების პროპორციულად ჩატარების მოდელს ნებისმიერ შემთხვევაში დაეთანხმებიან.

"ჩვენ წინასწარ გამოვუცხადეთ ხელისუფლებას, რომ შევდივართ კომისიაში, მივცემთ ხმას ამ მოდელს კომისიის შიგნითაც, საპარლამენტო განხილვებისაც, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენთვის რამდენიმე მიუღებელი საკითხი არ იქნება შეცვლილი, მაგალითად, კოალიციების აკრძალვა. ეს მიგვაჩნია არასწორ ნაბიჯად, მაგრამ თუ ისინი მაინც აპირებენ რომ დატოვონ ეს ყველაფერი, იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცაა პროპორციული არჩევნები, რომ არც ერთ საბაბს არ მივცემთ, რომ თქვან, რომ ოპოზიციამ გაგვიჭედა, არც იმ დისკუსიებისას, არც მერე,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები