18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
"ცილისმწამებლური და ბინძური" - სერგი კაპანაძე, თაკო ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება
თაკო ჩარკვიანის გამოხმაურებას პარტია "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივაზე უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. სერგი კაპანაძის განმარტებით ჩარკვიანის განცხადება ცილისმწამებლურია. "ევროპული საქართველო" მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობმა" და "ძალა ერთობაშიას" სხვა ლიდერებმა, თაკო ჩრკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ.
 
"ჩვენს ინიციატივას მოჰყვა ბევრი გამოხმაურება, მათ შორის უმრავლესობა დასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს პოზიტიურად, თუმცა ცალკე მინდა გამოვყო ერთი კონკრეტული რეაქცია,რომელიც ეკუთვნის თაკო ჩარკვიანის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც საკმაოდ ნეგატიური შეფასება გააკეთა. მას თვითონ შინაარსის მიმართ ნეგატიური შეფასება არ გაუკეთებია, თუმცა ცილისმწამებლური და ბინძური, რაღაც ტალახის სროლა დაიწყო ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების მისამართით.ჩვენი მოწოდება იქნება ნაციონალური მოძრაობის, ისევე როგორც ძალა ერთობაში შემავალი სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ და მათი ლიდერების მიმართ, რომ მათ გააკეთონ შეფასება ქალბატონი ჩარკვიანის ამ განცხადებასთან დაკავშირებით" - განაცხადა, ევროპული საქართველოს ლიდერმა. 
 
ოპოზიციური პარტია "კანონისა და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, კაპანაძის სერგი კაპანაძის საპასუხოდ აცხადებს, რომ ვერ ენდობა მემორანდუმს, რომლის შესახებაც "ევროპული საქართველოს" ლიდერი საუბრობდა. 
 
"არც ერთი წამით არ ვენდობი არანაირ მათ მემორანდუმს და თუ მაინც და მაინც მოგვინდება კიდევ ახალ რაღაცას მოვაწეროთ ხელი ივანიშვილის ოცნების წინააღმდეგ კი ბატონო, მაგრამ ევროპულ საქართველოს, რატომ უნდა ვენდო და ან იმ მემორანდუმს, რა იურიდიული საფუძველი ექნება წარმოდგენა არ მაქვს და რითი გაამაგრებს მაგალითად იმ იმედებს, რომ სერგი კაპანაძე არ გაქროლდება და არ შეეკვრება ივანიშვილს"- აცხადებს, თაკო ჩარკვიანი.
 
შეგახსენებთ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე, რომ ყველა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვას 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე, განაცხადა, რომ "ევროპული საქართველოს" ინიციატივას "თაღლითობის სუნი" ასდის.
 
 
დღის ამბები