18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტების დახურვა ზრდის დაძაბულობას - ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები 

"სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტების დახურვა დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას" - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაშია საუბარი.  

წერილში აღნიშნულია, რომ თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, დიალოგის მექანიზმებში ჩაერთონ და საკითხის გადაჭრის გზები მოძებნონ. განცხადებაში აღნიშნულია, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის.  

"სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტების დახურვა დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას. ჩვენ ვეკონტაქტებით ყველა მხარეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისგან, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ძირს უთხრის სტაბილურობას ადგილზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ არსებული უსაფრთხოების და დიალოგის მექანიზმებში და მოძებნონ ყველა საკითხის გადაჭრის გზები. ამ თვალსაზრისით აუცილებელია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას დამატებითი სირთულეები არ შეექმნას და მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, სრულად იყოს დაცული. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს და სხვა შემაშფოთებელი მოვლენები განვიხილოთ მომდევნო კონსულტაციების დრო" - ნათქვამი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში. 

დღის ამბები