18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
თბილისის საკრებულოში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთელ სისტემაში განათლების ევროპული მოდელისა და ხარისხის პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2019“, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ესწრებიან. 

დღის ამბები