18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება - გიორგი გახარია 

მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგში შეტანილია 11 საკითხი, რომელზეც სხდომაზე იმსჯელებენ. პრემიერი მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული. 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფრასტრუქტურული ხარჯებია. პრემიერმა ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, კახეთში მიმდინარე რთველი დაასახელა.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც თითოეულმა თქვენგანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქის მოხმარებაზე, ძირითად, საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - განაცხადა გახარიამ.

 

დღის ამბები