"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეების 40% ცუდად აფასებს. მაჩვენებელი აპრილის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას 30 % აძლევდა.
2015 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, ეს უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც დაფიქსირდა.
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 12% კარგად აფასებს, 36% საშუალოდ აფასებს, ხოლო 12 %-ს პასუხი არ აქვს.