"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებით, მოსახლეობას აზრი ჰკითხეს. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეების 32% უარყოფითად აფასებს.
პარლამენტის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს მოქალაქეების 39%, 8% ფიქრობს, რომ ინსტიტუტი „კარგად“ ფუნქციონირებს, 10% კი ინსტიტუტის საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს.
მკვლევარებმა მოქალაქეებს საქართველოს მარლმადიდებელური ეკლესიის საქმიანობის შესახებ აზრი ჰკითხეს. გამოკითხული მოქალაქეების 21% ინსტიტუტის საქმიანობას „ძალიან კარგად“ აფასებს, 43% ფიქრობს, რომ მართმადიდებლური ეკლესია „კარგად“ ფუნქციონირებს, 20% ამბობს, რომ „საშუალოდ“,ხოლო 4% კი მიიჩნევს, რომ ცუდად ფუნქციონირებს.
NDI-იმ საქართველოს პოლიციის საქმიანობის შეფასების შედეგებიც გამოაქვეყნა. შედეგები ასე გადანაწილდა:
ძალიან კარგი - 5%
კარგი - 37%
საშუალო - 37%
ცუდი - 12%
ძალიან ცუდი 2%,
მოქალაქეებმა იუსტიციის სახლების საქმიანობაც შეაფასეს. შედეგები ასე გადანაწილდა:
ძალიან კარგი - 8%
კარგი - 49%
საშუალო - 25%
ცუდი - 7%
ძალიან ცუდი - 1%.
"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ მთავარი პროკურატურის საქმიანობის შესახებ, მოსახლეობის განწყობები გამოაქვეყნა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ძალიან კარგი - 1%
კარგი - 11%
საშუალო - 34%
ცუდი - 21%
ძალიან ცუდი - 6%.