ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ინდივიდუალური პორტფოლიოები მოამზადა. პორტფოლიოში კანდიდატების ბიოგრაფიის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები წერია. მათ შორის არის პროფესიულ საქმიანობაში მათი მხრიდან არსებული გადაცდომები, ასევე საუბარია კანდიდატების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ და საუბარია ინტერესთა კონფლიქტზე.
ფონდმა, აღნიშნული პორტფოლიოები მედიისა და საკანონმდებლო ორგანოსთვის მოამზადა, რათა კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოარჩიეს. საბჭო მათი კანდიდატურების შესახებ ცალ-ცალკე იმსჯელებს და კენჭს უყრის, საბოლოო ვარიანტს კი პარლამენტს გადაუგზავნის.
საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატებს ორშაბათს მოუსმენენ.
20-წევრიანი სია ასე გამოიყურება:
გიორგი მიქაუტაძე,
მაია ვაჩაძე,
მერაბ გაბინაშვილი,
შოთა გეწაძე,
ნუგზარ სხირტლაძე,
თამარ ალანია,
თამარ ზამბახიძე,
შალვა თადუმაძე,
ქეთევან ცინცაძე,
მირანდა ერემაძე,
მამუკა ვასაძე,
ზაზა თავაძე,
ლალი ფაფიაშვილი,
ნინო ქადაგიძე,
გოჩა ჯეირანაშვილი,
ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე,
პაატა სილაგაძე,
ლაშა ქოჩიაშვილი,
ალექსანდრე წულაძე.